Friday, 18 April 2014


მაძიებლის საჭიროებათა ანალიზი

მაძიებლის სახელი, გვარი: ნინო მიდოდაშვილი
სკოლა: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
მენტორის სახელი, გვარი: თეა ნონიკაშვილი
სპეციალობა: ბიოლოგია
თარიღი: 25.01.2014

ძლიერი მხარეები
აქვს საბაზისო ცოდნა საგანში
 კომუნიკაბელურია
   მოტივირებული და მიზანმიმართული
  მოწესრიგებული
  მეტყველებს გამართულად
 უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა
 იცის როგორ ითანამშრომლოს კოლეგებთან
  ზოგადად იცნობს მოსწავლეთა შეფასების პრინციპებს.
 ზოგადად იცნობს ანვითარებისა და სწავლების თეორიებს
 ზოგადად იცნობს კანონს ზოგადი განათლების შესახებ
 ზოგადად იცნობს აქტიური სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს
    ზოგადად იცნობს მრავალკომპონენტიანი შეფასებისა და თვითშეფასების მექანიზმებს


გასაუმჯობესებელი მხარეები


 შესასწავლი აქვს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის ნორმატიული ბაზა:
ეროვნული სასწავლო მიზნები;
ბიოლოგიის მასწავლებლის სტანდარტი;
ეროვნული სასწავლო გეგმა;
ეთიკის კოდექსი (მასწავლებლის, მოსწავლის).
 შესასწავლი აქვს გაკვეთილის დაგეგმვა ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად.
 შესასწავლი აქვს აქტიური სწავლების მეთოდებისა და  სტრატეგიების გამოყენება კონკრეტული გაკვეთილისათვის.
 შესასწავლი აქვს კონკრეტული გაკვეთილისთვის შეფასების რუბრიკის შედგენის ხერხების შესწავლა; თვითშეფასების ხერხების შესწავლა.
 შესასწავლი აქვს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის პრინციპები და მეთოდები.
 შესასწავლი აქვს სასკოლო კონფლიქტების ზოგადი სტრუქტურა, კონფლიქტის გადაჭრის გზები და პედაგოგის ქცევა კონფლიქტის დროს.
 შესასწავლი აქვს საკლასო ორგანიზაციის მოდელები, კლასის მართვის ზოგადი პრინციპები და სტრატეგიები: ჯგუფური, ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობის გამოყენება კონკრეტული გაკვეთილსთვის;
 შესასწავლი აქვს გაკვეთილზე დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები
 შესასწავლი აქვს სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები;
 შესასწავლი აქვს მშობლებთან ურთიერთობის კონკრეტული ფორმები, კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება მშობლებთან ურთიერთობისას;
 შესასწავლი აქვს კომპიუტერული საოფისე პროგრამები:
Microsoft Office Word;
             Microsoft Office Excel;
Microsoft Office Power Point;
Microsoft Office Outlook.
 შესასწავლი აქვს ისტ–ის გამოყენება სასწავლო პროცესში.








0 comments:

Post a Comment